სიზმარი

დამიხუჭე თვალები,
გამოთვალე
იქსი, იგრეკი
და ვიდრე დაფას თეთრი ცარცით პასუხს მიაწერ,
მე დავისიზმრებ:

რუხ მდინარეში,
ღრიალაში,
აჩქარებულში ,
მთები ცვივიან ანარეკლად
და შენც - ხელდახელ –
თავით ეშვები.
აჰყარე ფლოქვით ნაპერწკლები
რიყის ფილა ქვებს
და დაუყევი მრუმე ტყისპირს
ჯიქურ ყიჟინით,
გამოდევნებულ ექოს შეხვდი
ქარის მოტანილს,
გამოივაკე,
ჩამოხდი ველად,
შეეშვი მერანს -
სუნთქვა იჯეროს...
გაჰყევი ფეხით,
შენი გულისთქმით იპოვი წყაროს,
სულის მოსათქმელს...

სიზმარს გიყვები -
დაფაზე ნაწერ,
უტყუარ პასუხს, –
თვალდახუჭული რომ ვკითხულობდი...

2007 წ.