სულშეკრული

ერთადერთი, ელია დარჩა მოსასვლელი.
ჩვენ ვართ.
მთებიც არიან.
ცისთვის გაწოდებული ჩვილიანი ხელებიც ჩანს.
ყველა ჩიტი ბუდეშია, ყველა მხეცი – ბუნაგში.
ყველა ქარი ჩამდგარია,
რომელიც ამ წრეს ბუქნით არ უვლის.
პირისპირ ვსხედვართ.
მზერით ვსინჯავთ ერთმანეთს დასაძგერებელ მკერდებს.
სული შეკრულია,
ფერდობზეა ჩაგორებული.
მისი ყრუ გმინვაა, ამ სკამებს რომ ატორტმანებს,
ხანდახან.
სიჩუმე დგას.
მხოლოდ ელია დარჩა მოსასვლელი,
გაღმიდან.

2008 წ.