რას გიყიდიან?!
ორ გოჯ მიწას?!
თითქოს არა ხარ...
შენი ძვლები ნაკლებ ჩხარუნობს?!
ნაკლებ კრეჭს კბილებს?!
თუ გამოშავდა?!
რა, შენს გულზე არ ხარობს ია?!
არ ჩხავის ყვავი - სალმიანი,
თუ ხავსი ვერ გხვევს ტერფებზე ხელებს…
რატომ გართმევენ კუთვნილ ორ გოჯს,
რად ემეტებათ შენი ქალა
გაკვეთილებზე ჩასაგორებლად -
ხელიდან ხელში,
მერხიდან მერხზე…
მოდი,
მოფხოჭნე კიდურებით,
აჩხაკუნდი
და ჩაიტოვე ნატეხებში
ნამცეცები იის ფესვების -
ეგება დილით,
უცაბედ წვიმის
ქვეშ მიწად ექცე…
2007 წ.